მნიშვნელოვანირეგიონი

გურჯაანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

გურჯაანის მუნიციპლიტეტის სოფელ ვაზისუბანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, პოლიციამ მამაკაცი დააკავა.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე 32 წლის ასაკის თანასოფლელი, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა.

პოლიციამ ბრალდებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი, სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button