მნიშვნელოვანირეგიონი

გურჯაანში მსუბუქ ავტომობილს სატვირთო მატარებელი დაეჯახა

გურჯაანში მსუბუქ ავტომობილს სატვირთო მატარებელი დაეჯახა-დაშავებულია ახალგაზრდა ცოლ-ქმარი.

შემთხვევა სოფელ ჭანდართან, გუშინ საღამოს, იმ დროს მოხდა, როცა ავტომანქანა ლიანდაგზე გადასვლას ცდილობდა.

მანქანაში მყოფი, 35 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი, გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსში გადაიყვანეს.

ჯეო-ჰოსპიტალსის დირექტორის გელა ორველაშვილის განმარტებით, დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.

„ შემოიყვანეს ორი დაშავებული, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. ქალს ჰქონდა ხელის მოტეხილობა, ჩაუტარდა ამბულატორიული მკურნალობა და გავწერეთ. რაც შეეხება მამაკაცს, მისი მდგომარეობა მძიმეა. ჩაუტარდა მრავლობითი ოპერაციები და ამ დროისთვის რეანიმაციაშიიმყოფება,“ – განაცხადა ორველაშვილმა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button