გურჯაანში მუშაობას იწყებს ანტიკორუფციული კომისია

“ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული კომისია დღეიდან მუშაობას იწყებს.

ისინი მონიტორინგს გურჯაანიდან დაიწყებენ და საკრებულოსა და გამგეობების საქმიანობას შეისწავლიან.

მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება და ამ მიზნით ანტიკორუფციული კომისიებიც ყველა რეგიონში შეიქმნება.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ისინი კანონმდებლობის ფარგლებში ყველა შესაძლებლობას გამოიყენებენ, კორუფციისა და ნეპოტიზმის წინააღმდეგ.

მსგავსი პოსტები

Back to top button