რეგიონი

გურჯაანში ორი ბაღი აღსაზრდელების გარეშე გაიხსნა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების, მუკუზნისა და კარდენახის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი აღსაზრდელების გარეშე დაიწყო.
ბაგა- ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, შორენა ფროდიაშვილი მიიჩნევს, რომ მშობლებს კორონავირუსის გავრცელების გამო ფრთხილობენ.

“ეს პროცესი უკავშირდება მშობლების შიშს ვირუსის გავრცელების გამო. დღეს რეგისტრირებული 1970 აღსაზრდელიდან მხოლოდ 426 გამოცხადდა. სოფელ მუკუზნისა და კარდენახის მესამე საბავშვო ბაღში არცერთი აღსაზრდელი არ მოვიდა. თანამშრომლების დაახლოებით 60 პროცენტია აცრილი, მაქსიმალურად ვცდილობთ დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, ჯგუფებში სიმპტომიანი აღსაზრდელები არ არიან, იმედი გვაქვს, დასწრების მაჩვენებელი გაიზრდება”- განაცხადა ფროდიაშვილმა.

თავდაპირველად, გურჯაანის საბავშვო ბაღებში მხოლოდ აცრილი ოჯახების აღსაზრდელების მიღება იგეგმებოდა, თუმცა, მოგვიანებით, მუნიციპალიტეტმა გადაწყვეტილება შეცვალა და ბაღში სააღმზრდელო პროცესი ყველა აღსაზრდელისათვის განახლდა.
დღეს, კახეთის რეგიონში კორონავირუსის 180 შემთხვევა გამოვლინდა და არცერთი ინფიცირებული გარდაცვლილა.

მსგავსი პოსტები

Back to top button