გურჯაანში ქურდობაში ბრალდებული დააკავეს
შსს-მ გურჯაანში მომხდარი ქურდობა გახნილად გამოაცხადა.
ქურდობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს.
გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა ღამით, გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში „ლიბერთი ბანკის“ სერვისცენტრიდან კომპიუტერული ტექნიკა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ დამნაშავე მომხდარიდან რამდენიმე საათში აიყვანა, მოპარული ნივთები კი ნივთმტკიცებად ამოიღო.