გურჯაანში საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე იატაკი და ჭერი ჩავარდა

გურჯაანში, ცხრა აპრილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის პირველ სართულზე იატაკი და ჭერი ჩავარდა.

დაშავებას შემთხვევით გადაურჩა ინციდენტის დროს სახლში მყოფი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. ბინაში დანგრეულია სამზარეულოსა და სააბაზანოს კედლებიც.

ადგილობრივების ინფორმაციით, ნგრევა ამორტიზებულმა საყრდენებმა და წყლის მილების არასწორად დამონტაჟებამ გამოიწვია.

მომდევნო სართულების მცხოვრებლები შიშობენ, რომ კორპუსში ცხოვრება საფრთხის შემცველია. ისინი დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ.

გურჯაანის გამგეობაში მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button