გურჯაანში საერთო საცხოვრებელში აფეთქება მოხდა
გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელში აფეთქება მოხდა და რამდენიმე პირი დაშავდა – ინფორმაცია რადიო “ჰერეთს” შს სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა ამბობენ რომ ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა და რა ვითარებაში.
პრესსამსახურის შორენა ჯახუას თქმით, “თავად დაზარალებულები არ ადასტურებენ, რომ აფეთქების შედეგად დაშავდნენ”. მისივე თქმით, “ამ დროისათვის არცერთი მათგანი კლინიკაში არ იმყოფება”.
მომხდარზე დანიშნულია ექსპერტიზა. გამოძიებას შს სამინისტროს გურჯაანის სამმართველო აწარმოებს.