გურჯაანში სამების ტაძარი გაქურდეს

გურჯაანში სამების საკათედრო ტაძარი გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

როგორც ეკლესიის მოძღვარი, მამა ვაჟა სონღულაშვილი აცხადებს, დამნაშავეებმა ტაძრის კარი გატეხეს, საიდანაც ერთი შესაწირი ყუთი წაიღეს, მეორედან კი თანხა გაიტაცეს.

მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. მსგავსი ფაქტი რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხშიც მოხდა.

შეგახსენეთ, რომ რამდენიმე დღის წინ შესაწირი ყუთები მოიპარეს ლაგოდეხში ორი ეკლესიიდანაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button