გურჯაანში სეტყვის საწინააღმდეგო გასროლა არ გამხორციელებულა

სახელმწიფო-სამხედრო-ტექნიკური ცენტრიდან გურჯაანში სეტყვის საწინააღმდეგო გასროლა არ გამხორციელებულა.
ამის შესახებ, თავად სახელმწიფო- სამხედრო- სამეცნიერო- ტექნიკური ცენტრი “დელტა ” ადასტურებს.
ცენტრში განმარტავენ, რომ სეტყვასაშიში კერები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ახაშენში და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, ვერ დამუშავდა.
“მიმდინარე წლის 15 ივნისს, კახეთის რეგიონში, სამხრეთ-დასავლეთიდან შემოვიდა სეტყვასაშიში ღრუბლის მასები. სეტყვის მარცვლების ზომამ 57 მმ-ს მიაღწია. დამუშავებული კერების საერთო ჯამურმა ფართმა 1035 კმ2 შეადგინა.
უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, დაწესებული შეზღუდული კუთხეების გათვალისწინებით ჩუმლაყში, ახაშენში და ბოდბეში ვერ განხორციელდა სეტყვასასაშიში კერების დამუშავება და შედეგად, დაფიქსირდა მყარი ნალექის მოსვლის ფაქტი”-განმარტავენ ცენტრში.
სეტყვა გურჯაანის მუნიციპალიტეტში თითქმის ნახევარ საათს გაგრძელდა.
სტიქიამ განსაკუთრებით, სოფელი ჩუმლაყში დააზარალა, სადაც ატმისა და ყურძნის მოსავლის 90%პროცენტი განადგურებულია.