მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
გურჯაანში შშმ პირი მეზობელს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს
გურჯაანში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, მეზობელ მამაკაცს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს. 33 წლის ქალი ამტკიცებს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი 41 წლის მეზობელი, მასთან, საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და ძალით სახლიდან წაიყვანა.
სამართალდამცავებმა მამაკაცი უკვე დააკავეს და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19, 137- ე მუხლით წაუყენეს, რაც გაუპატიურების მცდელობაში გულისხმობს.
ბრალდებულის ადვოკატი, ირაკლი უტიაშვილი საქმის დეტალებზე არ საუბრობს,თუმცა განმარტავს, რომ მსგავსი დანაშაულის დამტკიცება რთულია.
” დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მცდელობის დამტკიცება ძალიან ძნელია და არც მტკიცებულებებია საქმეში”- განაცხადა უტიაშვილმა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.