მნიშვნელოვანირეგიონი

გურჯაანში თვითმმართველობის შუალედური არჩევნები ჩატარდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკისა და ვეჯინის მოსახლეობა, საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს.

დეპუტატის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და ყოფილ დეპუტატმა, არჩილ ხანდამაშვილმა საქართველო დატოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ემიგრაციაში წავიდა.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, გამოყოფილია კონკრეტული ადგილები, სადაც დღეიდან სააგიტაციო მასალა გაიკვრება, ხოლო საარჩევნო კომისიამ არჩევნების ჩასატარებლად შენობები უკვე განსაზღვრა.

ადგილობრივი თვიმმართველობის შუალედური არჩევნების თარიღად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 2023 წლის 29 აპრილი დაადგინა.

საარჩევნო კამპანია პარტიებისა და ფიზიკური პირებისათვის, უკვე გახსნილია.

მსგავსი პოსტები

Back to top button