მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გუშინ 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე ვსწავლობთ მიზეზებს-გამყრელიძე

2 აგვისტოს, 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე, ვსწავლობთ მიზეზებს, შეიძლება, გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის ადგილს და აუქმებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„გუშინ გვქონდა ჩვენ 19 000 ჯავშანი და დაახლოებით 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე ან არ ჩაიტარა აცრა. ამიტომ ახლა ჩვენ, ჩვენს აიტი სამსახურებთან ერთად ვსწავლობთ ამას, გაუქმების მიზეზები რა იყო. ესეც მნიშვნელოვანია, რადგანაც შეიძლება, რაღაც ეჭვი იყოს, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ მას აუქმებს. თუმცა, არის მეორე, რომ რადგან ინფიცირების მაჩვენებელი მაღალი გვაქვს, შეიძლება, ადამიანები ინფიცირდებიან და მერე აღარ მიდიან აცრებზე. ან ჰქონდა მესამე მიზეზი, რომ დაჯავშნული ჰქონდათ, მაგალითად, „სინოფარმზე“ და შემდეგ ამოეწერნენ, გადაჯავშნეს „ფაიზერზე“. დღევანდელი დილის მონაცემებით, 4 700 ადგილია თავისუფალი „ფაიზერზე“, ძორითადად რეგიონებში, „ასტრაზენეკაზე“ – 17 791, „სინოფარმზე“ – 79 523, „სინოვაკზე“ – 73 749“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ,გასული დღ-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 895 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 34 გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button