მნიშვნელოვანისიახლეები

,,გუშინ ერთმანეთისთვის „თვალთხარია“ და „თაღლითი“ იყვნენ, დღეს პარტნიორები იქნებიან,,-მდინარაძე ოპოზიციური ჯგუფების გაერთიანებაზე

როდესაც ღირსების ნატამალი არ გაგაჩინა, მაშინ შეიძლება ხაზარაძე და გახარიაც გაერთიანდნენ. გუშინ, ისინი ერთმანეთისთვის „თვალთხარია“ და „თაღლითი“ იყვნენ, დღეს პარტნიორები იქნებიან , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ “ძლიერ საქართველოსა” და გიორგი გახარიას პარტიას მოლაპარაკებებისთვის ორბელიანების სასახლეში მიწვევს გამოეხმაურა.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, “ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ გაერთიანებას სალომე ზურაბიშვილს არავინ ეკითხება.

„ “ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ გაერთიანებას სალომე ზურაბიშვილს არავინ ეკითხება.

როდესაც ღირსების ნატამალი არ გაგაჩინა, მაშინ შეიძლება ხაზარაძე და გახარიაც გაერთიანდნენ. გუშინ, ისინი ერთმანეთისთვის თვალთხარია და თაღლითი იყვნენ, დღეს პარტნიორები იქნებიან. მახსოვს გახარიას გამონათქვამი: „ლელო განაცებას უნდა გადავარჩინო“ . „ლელო“ “განაცდა” მანამ, სანამ „ლელო“ იქნებოდა. „ლელო“ არ ერქვა “განაცებული” რომ იყო.

ხაზარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი იყო „ნაცების“ მმართველობის პერიოდიდან, მათ რეკეტს ხაზარაძე ხელმძღვანელობდა. რა „ლელო განაცებას უნდა გადავარჩინო“ , რეებს იგონებ? – „ნაცებს“ ლანძღვას და კოალიცია ოთხგან აქვს დალაგებული. ახლა „ნაცების“ კლასტერს უერთდება, მხოლოდ იმიტომ, რომ დაავალეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „გახარია საქართველოსთვის: უჭირდა ბარიერის გადალახვა, ამიტომ ცდილობენ, ისინი სხვებს გაუერთიანონ.

„ასე დაავალებენ გვარამიასაც და დიდი შანსია, რომ „ნაცებს“ გაუერთიანდეს. ორი პოლიტიკური პარტია იყო, რომლებიც ბარიერს ეპოტინებოდნენ: ერთია გვარამიას პარტია, მეორე გახარიას პარტია, შესაბამისად, ახლა ცდილობენ, რომ ისინი გაუერთიანონ სხვებს. ერთი გახარიასთან დააწყვილონ, მეორე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იმისათვის, რომ ცოტა მაინც წინ წაიწიოს მათმა რეიტინგმა. ერთ რამეს ვერ ხვდებიან, რომ მანდ მოკლე ჩართვა ხდება ხოლმე. გახარიას და „ლელოს“ ამომრჩეველი სხვადასხვაა და მათ ჰგონიათ, რომ მათი 2 და ამათი 4 პროცენტი არის 6-7-8, სინამდვილეში, შეიძლება ერთმანეთის რეიტინგი შეჭამოს. როგორც ისინი ჭამდნენ ბანკებიდან ხალხის ფულს, ასე იჭმევა პოლიტიკური რეიტინგი, ხაზარაძემ გაითვალისწინოს“, – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდებს ორ ოპოზიციურ ჯგუფს

სალომე ზურაბიშვილი არის არა მხოლოდ დეზინფორმაციის წყარო და რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, არამედ გამოხატავს იმ შიშს, რაც მთლიანად რადიკალურ ოპოზიციაშია, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან ის უდიდესი სხვაობა, რაც „ქართულ ოცნებასა“ და რადიკალურ ოპოზიციას შორის უფრო იზრდება.

„დღითი დღე რადიკალურ ოპოზიციას სულ უფრო მეტად აქვს იმის ნაკლები შანსი, რომ თუნდაც ერთი სუბიექტის გარდა, ვინმემ გადალახოს ხუთპროცენტიანი ბარიერი. ამიტომ ახლა ცდილობენ იმ გზების პოვნას, რომ რამენაირად მოატყუონ ჩვენი საზოგადოება. რა თქმა უნდა, არანაირი მესამე ძალა და ალტერნატივა არ არსებობს, ისინი ყველანი ერთი აგენტურის წარმომადგენლები არიან. ფაქტობრივად, ერთი რეზიდენტურაა და ამ როლებს როგორ გაინაწილებენ, ამას მნიშვნელობა საარჩევნო შედეგებზე არანაირად არ ექნება და მარტივი არჩევანი გაკეთდება – ღირსებასა და მონობას შორის, მშვიდობასა და ომს შორის, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღესა და წარსულს შორის.

ჩვენი ქვეყანა წარსულის – მონობისა და ღალატის მხარეს, მათგან განსხვავებით, არასოდეს დადგება. ყველამ კარგად ვიცით, რომ ისინი ერთ რეზიდენტურას წარმოადგენენ. მათ ერთადერთი, რაც აერთიანებთ, არის ის, რომ არიან აგენტები საქართველოს წინააღმდეგ. ერთ მხარეს არის თაღლითების პარტია და მეორე მხარეს – მოღალატეების. ისინი ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მათ ერთი მიზანი აქვთ, დავალებების ერთი მიმცემი ჰყავთ და როლების ერთი გადამანაწილებელი, მაგრამ ამ როლებსაც ვერ ასრულებენ, არაფრის ნიჭი არ აქვთ. შესაბამისად, მათ ძალიან მწარე მარცხი ელოდებათ. პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს თუ არა, სალაპარაკო აღარ არის, რადგან ის არანაირ სტატუსს პატივს არ სცემს. როგორც ჩანს, ეს აგენტურის ხვედრია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება.

მსგავსი პოსტები

Back to top button