რეგიონი

მშვიდობიანი აქცია სოხუმში

ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკის და მიწის ნაკვეთის მფლობელობა რუსეთის ფედერაციას სურს

სოხუმში მშვიდობიანი მსვლელობა- დემონსტრაცია მიმდინარეობს.

მშვიდობიან მსვლელობას ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი “Ҳараҳпицунда” აწყობს.

„კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ “აფხაზეთის რესპუბლიკაში” ძალაუფლების ერთადერთი წყარო და სუვერენიტეტის მატარებელია მისი ხალხი – აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეები.

ფუნდამენტურად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ჩვენი ნების დემოკრატიული გზით გამოხატვა, რათა ჩვენმა კანონიერმა წარმომადგენლებმა – სახალხო კრების დეპუტატებმა – მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი სახელმწიფოსთვის აფხაზი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.
ველით თქვენს მხარდაჭერას“, – ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის პრესრელიზში.

საინიციატივო ჯგუფი ბიჭვინთის რუსეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემას ეწინააღმდეგება.

ცნობისთვის,ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკის და მის გარშემო 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელობა რუსეთის ფედერაციას სურს.

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში მოსკოვთან შეთანხმების ტექსტი უკვე გადაგზავნილია.

მსგავსი პოსტები

Back to top button