გვარამია – ბურჭულაძის ფარული აუდიოჩანაწერი [აუდიო]
კიდევ ერთი ფარული აუდიოჩანაწერი – “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის გავრცელების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობენ.
სატელეფონო ჩანაწერის გავრცლების ფაქტს უკვე გამოეხმაურნენ მოძრაობის “სახელმწოფო ხალხისთვის” წარმომადგენელი და “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
გვარამია მისი და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის გავრცელების ფაქტს ეხმაურება. განცხადება მან ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით ხელისუფლება ჩანაწერებს აქვეყნებს სამთავრობო სააგენტოების მეშვეობით.
განმარტება გააკეთეს მოძრაობაში “სახელმწიფო ხალხისთვის”.
კომენტარებს აკეთებენ პოლიტიკოსებიც
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტში სატელეფონო ჩანაწერის გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.
სადაც წერია: “ინტერნეტში გავრცელდა სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარს წარმოადგენს. გამოძიება პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს”,- – ნათქვამია განცხადებაში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი ინტერნეტში სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გავრცელების ფაქტს ეხმაურება. უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საგამოძიებო ორგანოებს მომხდარის გამოძიებისკენ მოუწოდებს.
ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გავრცელებას პრეზიდენტის პრეს-სპიკერი ეხმაურება. ეკა მიშველაძის განცხადებით, ერთხელ და სამუდამოდ ფარული ჩანაწერების გავრცელება უნდა დასრულდეს.
ცალსახად ეს ყველაფერი არის მთავრობის პასუხისმგებლობა – ეს განცხადება, არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა გააკეთა. გიგაური ინტერნეტ სივრცეში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის გავრცელების ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, საზოგადოებაში მუდმივად არის განცდა იმის, რომ შესაძლოა ქვეყნის ხელისუფლება საკუთარ შესაძლებლობას ბოროტად იყენებდეს და აგრძელებდეს მოქალაქეთა უკანონო მოსმენას. სამოქალაქო სექტორი მიმართავს ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ დაიწყოს და ჩაატაროს ეფექტური გამოძიება, როგორც ახლა, ასევე გასულ თვეებში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით.