რეგიონი

გვარებს შორის დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა

მესტიის მუნიციპალიტეტ ეცერის თემში მეზობლებს შორის დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა.

მოკლულია ორი და დაჭრილია ერთი პირი.

დაპირისპირება პაკელიანებსა და აფრასიძეებს შორის მოხდა. შემთხვევა, რომელიც ტრაგედუიით დასრულდა, სავარაუდოდ, გვარებს შორის ადრე არსებულ უთანხმოებას უკავშირდება. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთი მათგანი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა.

ერთ-ერთი მოკლული პირი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ასევე დაუზუსტებელი ინფორმაციით, პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავა.

სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button