გვატემალაში ავი სულების დასაფრთხობად ტრამპის ფიტულები დაწვეს [Photo/Video]
გვატემალაში ეშმაკის განდევნის ტრადიციულ რელიგიურ-მისტიკურ ცერემონიაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფიტულები დაწვეს. გვატემალელებმა ამგვარი ქმედებით პროტესტი გამოთქვეს აშშ-ის ახლადარჩეული ლიდერის მიერ მიგრაციული კანონმდებლობის გამკაცრების წინააღმდეგ.
CNN-ი იუწყება, რომ ეშმაკის დაწვა უბიწო ჩასახვის დღესასწაულის ნაწილია, რომელსაც ქვეყანაში 7 დეკემბერს აღნიშნავენ. ადგილობრივი მოსახლეობა ნარჩენებისგან დამზადებულ ფიტულებს წვავს, რათა რელიგიურ ცერემონიას გზა გაუნათოს. გვატემალელები თვლიან, რომ ავი სულების ფიგურების დაწვასთან ერთად ის ბოროტება და უბედურება ნადგურდება, რომელიც გასულმა წელმა მოიტანა.
როგორც მექსიკური გამოცემა Info7 აღნიშნავს, წელს მექსიკაში ყველაზე პოპულარული ნაკეთობა დონალ ტრამპის ფიგურებია. თითოეულის ფასი 6-დან 200 დოლარამდე მერყეობს. ადგილობრივები დასაწვავად გამზადებული ფიტულებს მავთულის ჩარჩოებისა და ქაღალდისგან აკეთებენ.
გვატემალელებმა ამგვარი ქმედებით პროტესტი გამოთქვეს აშშ-ის ახლადარჩეული ლიდერის მიერ მიგრაციული კანონმდებლობის გამკაცრების წინააღმდეგ, რომლის განხორციელებას ტრამპი მომავალში აპირებს.