გველის მიერ დაკბენილი მომღერალი სცენაზე გარდაიცვალა [Photo/video]

ინდონეზიაში, კონცერტის დროს, სცენაზე 29 წლის ადგილობრივი ვარსკვლავი – ირმა ბიული გარდაიცვალა. დასავლეთ იავაში ჩატარებული გველების შოუს დროს მომღერალმა კობრას შემთხვევით ფეხი დაადგა, გველმა კი ბარძაყზე უკბინა. ტკივილის მიუხედავად, ბიული კიდევ 45 წუთი მღეროდა. შოუ მხოლოდ მაშინ შეწყდა, როცა ქალს კრუნჩხვები და პირღებინება დაეწყო, – წერს The Daily Mail.

ბიულის თაყვანისმცემლებმა უბედური შემთხვევა ფირზე აღბეჭდეს და სოციალურ ქსელებში გაავრცელეს.

მომღერალი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. თვითმხილველთა ინფორმაციით, ბიულმა შხამსაწინააღმდეგო პრეპარატების მიღებაზე უარი განაცხადა, ვინაიდან დარწმუნებული იყო, რომ კობრას კბილები ამოცლილი ჰქონდა.

ექიმების განაცხადების თანახმად, სპეციალისტებს ქალის სხეულიდან შხამი დროულად რომ ამოეღოთ, მომღერალი გადარჩებოდა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”32815″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button