გველმა თვითმფრინავის ბორტზე პანიკა გამოიწვია[Video]

Aeromexico-ს თვითმფრინავის ბორტზე რეისის შესრულების დროს გველი აღმოაჩინეს. ქვეწარმავალი გაურკვეველი მიზეზით თვითმფრინავის სალონში აღმოჩნდა და მგზავრებში პანიკა გამოიწვია, – გვაცნობებს The Mashable.

ვიდეოჩანაწერი, სადაც თვითმფრინავის სალონში გველია ასახული, Twitter-ის მომხმარებელმა, Indalecio Medina-მ გამოაქვეყნა.

ვიდეორგოლზე ის მომენტია დაფიქსირებული, როცა გველი ზედა საბარგო განყოფილებიდან გამოდის და საკუთარ კუდზე ეკიდება.

გამოცემის ინფორმაციით, მეხიკოში ჩაფრენისთანავე თვითმფრინავის ბორტზე სპეციალისტები მიიწვიეს, რომლებმაც ქვეწარმავალი გააუვნებელყვეს. ამჟამად ავიაკომპანია თვითმფრინავის სალონში გველის გამოჩენის მიზეზებს იძიებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button