საქართველოსიახლეები

გვი­ცი­ნო­და – ვერ აა­ნა­ლი­ზებ­და რომ დი­ნე­ბას ჩანჩქე­რის­კენ მიჰ­ყავ­და – სოფო ნიკოლეიშვილის თანაკლასელები

ლაგოდეხის ნაკრძალში ტრაგიკულად დაღუპული 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის თანაკლასელები, ღია წერილს ავრცელებენ. მოზარდები, რომლებიც ტრაგიკული შემთხვევის მომსწრენი გახსნენ, მომხდარის დეტალებს იხსენებენ და მედიასაშუალებებს მოუწოდებენ, არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

,,ტრა­გე­დია, რო­მე­ლიც გვტკი­ვა და არას­დროს დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა… ჩვენ, სოფი ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი, დღეს ვი­ღებთ სამ­ძი­მარს, რად­გან ეს სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლად იქცა. მად­ლო­ბას ვუხ­დით ჩვე­ნი სკო­ლის ყვე­ლა მოს­წავ­ლეს, რომ­ლე­ბიც ჩვენ გვი­სამ­ძიმ­რე­ბენ, მად­ლო­ბა ჩვე­ნი სკო­ლის უმ­ცროსკლა­სე­ლებს და ზო­გა­დად მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლებ­მაც ჩა­შა­ლეს ყვე­ლა სა­ხის სა­გა­ზა­ფხუ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა… მწუ­ხა­რე­ბა უსა­ზღვროა. ვფიქ­რობთ, სი­ტყვებ­საც არ აქვთ იმ­ხე­ლა ძალა, რომ ოჯახს თა­ნაგ­რძნო­ბა გა­მო­ვუ­ცხა­დოთ… ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვენც ოჯა­ხის წევ­რე­ბი ვართ. დიდ ტრა­გე­დი­ას ათა­სი მით­ქმა-მოთ­ქმა მოჰ­ყვა. გვეს­მის უამ­რა­ვი ჭორი, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია იმით, რომ ჩვენ ვე­ლო­დე­ბო­დით გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას და ამი­ტომ არ ვა­კე­თებ­დით კო­მენ­ტა­რებს. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ თვითმხილ­ვე­ლე­ბი ვართ და ბუ­ნებ­რი­ვია, რე­ა­ლო­ბა ჩვენ­გან უნდა გა­ი­გოს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ. სიმ­ძაფ­რის გამო (თუმ­ცა, ამ­ბა­ვი ისე­დაც მძაფ­რია!) მე­დია ჭრის კად­რებს და არ აწ­ვდის სა­ზო­გა­დო­ე­ბას სრულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც უნდა იტევ­დეს სი­მარ­თლეს. ამი­ტომ ჩავ­თვა­ლეთ აუ­ცი­ლებ­ლად ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს მი­ვაწ­ვდი­ნოთ ჩვე­ნი ხმა, რო­გორ დატ­რი­ალ­და ეს ტრა­გე­დია ჩვენს თვალ­წინ…(კი­დევ ვი­მე­ო­რებთ, ეს ჩვე­ნი დიდი ტკი­ვი­ლია!).

ექ­სკურ­სი­ამ­დე ათი დღით ადრე კლას­მა გა­დავ­წყვი­ტეთ წავ­სუ­ლი­ყა­ვით ლა­გო­დე­ხის ნაკ­რძალ­ში, გურ­გე­ნი­ა­ნის ჩანჩქე­რის სა­ნა­ხა­ვად. ხში­რად ვა­მოწ­მებ­დით ამინ­დის პროგ­ნოზს, 26 მა­ისს (არ წვიმ­და), დი­ლით 7 სა­ათ­ზე შე­ვიკ­რი­ბეთ სკო­ლას­თან, მოს­წავ­ლე­ე­ბი, სამი მას­წავ­ლე­ბე­ლი, სკო­ლის ექი­მი. სოფი არ მო­სუ­ლა, ეგო­ნა, რომ 8 სა­ათ­ზე ვიკ­რი­ბე­ბო­დით, დაგ­ვი­რე­კა, გა­და­ა­მოწ­მა და დე­და­მი­სი და სოფი დაგ­ვხვდნენ ისთ-ფო­ინთთან. სოფი შე­მოგ­ვი­ერ­თდა და გზა გან­ვაგ­რძეთ. ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი ბოლო ბედ­ნი­ე­რი წუ­თე­ბი მგზავ­რო­ბი­სას არას­დროს დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა! 11 სა­ათ­ზე ვი­ყა­ვით ლა­გო­დე­ხის ნაკ­რძალ­თან. არა­ვინ დაგ­ვხვედ­რია, არც ამ­კრძა­ლა­ვი ნი­შა­ნი შეგ­ვხვედ­რია, ვნა­ხეთ, რომ ტუ­რის­ტე­ბიც იმ გზით მი­დი­ოდ­ნენ და ჩვენც გა­ვუ­ყე­ვით გზას. როცა გა­ვი­ა­რეთ და­ახ­ლო­ე­ბით 100 მეტ­რი, უცებ, მოს­წავ­ლე­ებ­მა ვი­ფიქ­რეთ, რომ ამ­ხე­ლა სა­ვალ­ზე მოგ­ვშივ­დე­ბო­და და ამი­ტომ ლან­ჩის ასა­ღე­ბად ავ­ტო­ბუ­სი­სა­კენ ორი მოს­წავ­ლე მიტ­რი­ალ­და, სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბე­ლიც უკან გა­მოგ­ვყვა. და­ნარ­ჩე­ნებ­მა ნელა გა­ვაგ­რძე­ლეთ გზა.

და­ვი­ნა­ხეთ ხან­ში­შე­სუ­ლი კაცი (რე­ინ­ჯე­რი), რო­მელ­საც ჩვენ­თვის ყუ­რა­დღე­ბა არ მო­უქ­ცე­ვია, არა­ფე­რი უკი­თხავს, არა­ფე­რი ურ­ჩე­ვია. შემ­დეგ შევ­ხვდით ჩვენ, რომ­ლებ­საც ლან­ჩი მოგვქონ­და, ჩვენ­თან ერ­თად მყოფ­მა სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­ა­ჩე­რა (თვი­თონ არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა!) და ჰკი­თხა, უსაფრ­თხო იყო თუ არა ჩანჩქერ­ზე ას­ვლა, რად­გან ვი­ცო­დით, რომ ორი კვი­რის წინ იყო წყალ­დი­დო­ბა კა­ხეთ­ში და სა­შიშ­რო­ე­ბას ხომ არ წარ­მო­ად­გენ­და იქ ას­ვლა. მის­გან მი­ვი­ღეთ პა­სუ­ხი, რომ წყალ­დი­დო­ბამ გა­ა­ფუ­ჭა გზე­ბი, გვირ­ჩია სხვა გზით წავ­სუ­ლი­ყა­ვით, იქ არა­ნა­ი­რი სა­შიშ­რო­ე­ბა არ გვე­ლო­და. ჩვენ და­ვე­წი­ეთ ჯგუფს, ვუ­თხა­რით რე­ინ­ჯე­რის ნათ­ქვა­მი და ყვე­ლამ ერ­თად გა­ვაგ­რძე­ლეთ გზა. ყვე­ლა ერთი ტემ­პით ვერ მივ­დი­ო­დით, ამი­ტომ და­ვი­ყა­ვით რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფად. სა­მი­ვე ჯგუფს ჰყავ­და თითო მას­წავ­ლე­ბე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი. სო­ფიმ გზის დიდი ნა­წი­ლი გა­ი­ა­რა მე­სა­მე ჯგუფ­თან, თუმ­ცა იმის გამო რომ ძა­ლი­ან უნ­დო­და ჩანჩქერ­ზე ას­ვლა, და­წი­ნა­ურ­და და მე­ო­რე ჯგუ­ფის­კენ გა­ე­შუ­რა. ავე­დით… ნა­წილ­მა ფო­ტო­ე­ბი გა­და­ვი­ღეთ, სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც პირ­ველ ჯგუფს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და შე­ვე­დით წყალ­ში და გავგრილ­დით (იქვე ბა­ნა­ობ­დნენ ტუ­რის­ტე­ბიც და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბიც, სა­ხი­ფა­თო არა­ფე­რი ჩან­და!).

ამის შემ­დეგ ავე­დით დიდ ლოდ­ზე, დავ­სხე­დით და ვე­ლო­დე­ბო­დით და­ნარ­ჩენ ჯგუ­ფებს. ჩვენ ვხე­დავთ რო­გორ მო­დის ჯგუ­ფი და მოჰ­ყვე­ბათ უკან სოფი, რო­მე­ლიც ჩვე­ნამ­დე არ მო­სუ­ლა. სა­დაც ვის­ხე­დით იქი­დან ჩან­და(და­ახ­ლო­ე­ბით, 30 მეტრში), რო­გორ მო­იხ­სნა ჩან­თა, შე­ვი­და მუხ­ლე­ბამ­დე წყალ­ში (ამ დროს წყალ­ში არა­ვინ იყო). და­ახ­ლო­ე­ბით ხუთ წამ­ში მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი. დაწ­ვა მუ­ცელ­ზე, ორ­ჯერ ხელი მო­იქ­ნია, ისე­თი სიღ­რმის წყალ­ში, რომ ხე­ლით ქვებ­საც კი ეხე­ბო­და. წა­მებ­ში სა­ხით ჩვენ­კენ შე­მოტ­რი­ალ­და, გვი­ყუ­რებ­და, გვი­ცი­ნო­და. ვერ აა­ნა­ლი­ზებ­და, რომ დი­ნე­ბას სამ­მეტ­რი­ან ჩანჩქე­რის­კენ მიჰ­ყავ­და, წა­მი­ე­რად ხელი მოჰ­კი­და ლოდს, თუმ­ცა თავი ვერ გა­ი­მაგ­რა და წყლის დიდ­მა ნა­კად­მა მო­რევ­ში ჩა­ით­რია. ტუ­რის­ტებ­მა და­ი­ნა­ხეს, რომ დი­ნე­ბას არ­სად წა­უყ­ვა­ნია. სა­ვა­რა­უ­დოდ, ქვის ქვეშ უნდა ჩა­ეთ­რია მო­რევს, ამი­ტომ ტუ­რის­ტებს გა­მო­ვარ­თვით თოკი, სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბელ­მა მო­ი­ბა წა­მებ­ში და შე­ვარ­და მო­რევ­ში.

მა­საც ით­რევ­და წყა­ლი შიგ­ნით, უკან გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ თო­კით. შემ­დეგ ეს თოკი მო­ი­ბეს ად­გი­ლობ­რივ­მა ბი­ჭებ­მა და შე­ვიდ­ნენ, თუმ­ცა ამა­ოდ. სა­უ­ბე­დუ­როდ, ამ­ხე­ლა გზა­ზე არ­ცერ­თი რე­ინ­ჯე­რის პოს­ტი არ იყო, არც SOS-ის ყუთი და იმის გამო რომ მო­ბი­ლუ­რი არ იჭერ­და, ოთხნი გა­ვი­ქე­ცით ავ­ტო­ბუ­სი­სა­კენ და გზა­ში და­ვუ­კავ­შირ­დით 112-ს. ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და 14:50 სთ-ზე, დავ­რე­კეთ 15:30სთ-ზე, სა­მაშ­ვე­ლო მო­ვი­და 17:35სთ-ზე. ამის შემ­დეგ სა­მაშ­ვე­ლომ იგი­ვე მო­ი­მოქ­მე­და, რაც ჩვენ, მაგ­რამ ამა­ოდ. მათ­გან მი­ვი­ღეთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­დაც სოფი ჩა­ვარ­და, იყო 4 მ. სიღ­რმის თხრი­ლი. ასე­ვე მათ­გან გა­ვი­გეთ, რომ მაგ ად­გი­ლას სხვა წლებ­შიც და­ღუ­პუ­ლან ადა­მი­ა­ნე­ბი, თუმ­ცა ასე­თი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი ისევ გრძელ­დე­ბა. სი­ტყვე­ბი ვერ გად­მოს­ცემს იმ უბე­დუ­რე­ბას, რაც იქ ხდე­ბო­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, დამ­რი­გე­ბე­ლი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. მოს­წავ­ლე­ე­ბი კი ექიმ­თან და ორ მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად წაგ­ვიყ­ვა­ნეს სა­პატ­რუ­ლო გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. სოფი! შენ ჩვე­ნი გუ­ლის უდი­დე­სი ნა­წი­ლი წა­ი­ღე… ეს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა ჩვენ­თვის სა­მა­რა­დი­სო ტკი­ვი­ლია… თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი”.

“ტრა­გე­დია, რო­მე­ლიც გვტკი­ვა და არას­დროს დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა… ჩვენ, სოფი ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი, დღეს ვი­ღებთ სამ­ძი­მარს, რად­გან ეს სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლად იქცა. მად­ლო­ბას ვუხ­დით ჩვე­ნი სკო­ლის ყვე­ლა მოს­წავ­ლეს, რომ­ლე­ბიც ჩვენ გვი­სამ­ძიმ­რე­ბენ, მად­ლო­ბა ჩვე­ნი სკო­ლის უმ­ცროსკლა­სე­ლებს და ზო­გა­დად მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლებ­მაც ჩა­შა­ლეს ყვე­ლა სა­ხის სა­გა­ზა­ფხუ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა… მწუ­ხა­რე­ბა უსა­ზღვროა. ვფიქ­რობთ, სი­ტყვებ­საც არ აქვთ იმ­ხე­ლა ძალა, რომ ოჯახს თა­ნაგ­რძნო­ბა გა­მო­ვუ­ცხა­დოთ… ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვენც ოჯა­ხის წევ­რე­ბი ვართ. დიდ ტრა­გე­დი­ას ათა­სი მით­ქმა-მოთ­ქმა მოჰ­ყვა. გვეს­მის უამ­რა­ვი ჭორი, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია იმით, რომ ჩვენ ვე­ლო­დე­ბო­დით გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას და ამი­ტომ არ ვა­კე­თებ­დით კო­მენ­ტა­რებს. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ თვითმხილ­ვე­ლე­ბი ვართ და ბუ­ნებ­რი­ვია, რე­ა­ლო­ბა ჩვენ­გან უნდა გა­ი­გოს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ. სიმ­ძაფ­რის გამო (თუმ­ცა, ამ­ბა­ვი ისე­დაც მძაფ­რია!) მე­დია ჭრის კად­რებს და არ აწ­ვდის სა­ზო­გა­დო­ე­ბას სრულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც უნდა იტევ­დეს სი­მარ­თლეს. ამი­ტომ ჩავ­თვა­ლეთ აუ­ცი­ლებ­ლად ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს მი­ვაწ­ვდი­ნოთ ჩვე­ნი ხმა, რო­გორ დატ­რი­ალ­და ეს ტრა­გე­დია ჩვენს თვალ­წინ…(კი­დევ ვი­მე­ო­რებთ, ეს ჩვე­ნი დიდი ტკი­ვი­ლია!).

ექ­სკურ­სი­ამ­დე ათი დღით ადრე კლას­მა გა­დავ­წყვი­ტეთ წავ­სუ­ლი­ყა­ვით ლა­გო­დე­ხის ნაკ­რძალ­ში, გურ­გე­ნი­ა­ნის ჩანჩქე­რის სა­ნა­ხა­ვად. ხში­რად ვა­მოწ­მებ­დით ამინ­დის პროგ­ნოზს, 26 მა­ისს (არ წვიმ­და), დი­ლით 7 სა­ათ­ზე შე­ვიკ­რი­ბეთ სკო­ლას­თან, მოს­წავ­ლე­ე­ბი, სამი მას­წავ­ლე­ბე­ლი, სკო­ლის ექი­მი. სოფი არ მო­სუ­ლა, ეგო­ნა, რომ 8 სა­ათ­ზე ვიკ­რი­ბე­ბო­დით, დაგ­ვი­რე­კა, გა­და­ა­მოწ­მა და დე­და­მი­სი და სოფი დაგ­ვხვდნენ ისთ-ფო­ინთთან. სოფი შე­მოგ­ვი­ერ­თდა და გზა გან­ვაგ­რძეთ. ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი ბოლო ბედ­ნი­ე­რი წუ­თე­ბი მგზავ­რო­ბი­სას არას­დროს დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა! 11 სა­ათ­ზე ვი­ყა­ვით ლა­გო­დე­ხის ნაკ­რძალ­თან. არა­ვინ დაგ­ვხვედ­რია, არც ამ­კრძა­ლა­ვი ნი­შა­ნი შეგ­ვხვედ­რია, ვნა­ხეთ, რომ ტუ­რის­ტე­ბიც იმ გზით მი­დი­ოდ­ნენ და ჩვენც გა­ვუ­ყე­ვით გზას. როცა გა­ვი­ა­რეთ და­ახ­ლო­ე­ბით 100 მეტ­რი, უცებ, მოს­წავ­ლე­ებ­მა ვი­ფიქ­რეთ, რომ ამ­ხე­ლა სა­ვალ­ზე მოგ­ვშივ­დე­ბო­და და ამი­ტომ ლან­ჩის ასა­ღე­ბად ავ­ტო­ბუ­სი­სა­კენ ორი მოს­წავ­ლე მიტ­რი­ალ­და, სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბე­ლიც უკან გა­მოგ­ვყვა. და­ნარ­ჩე­ნებ­მა ნელა გა­ვაგ­რძე­ლეთ გზა.

და­ვი­ნა­ხეთ ხან­ში­შე­სუ­ლი კაცი (რე­ინ­ჯე­რი), რო­მელ­საც ჩვენ­თვის ყუ­რა­დღე­ბა არ მო­უქ­ცე­ვია, არა­ფე­რი უკი­თხავს, არა­ფე­რი ურ­ჩე­ვია. შემ­დეგ შევ­ხვდით ჩვენ, რომ­ლებ­საც ლან­ჩი მოგვქონ­და, ჩვენ­თან ერ­თად მყოფ­მა სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­ა­ჩე­რა (თვი­თონ არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა!) და ჰკი­თხა, უსაფრ­თხო იყო თუ არა ჩანჩქერ­ზე ას­ვლა, რად­გან ვი­ცო­დით, რომ ორი კვი­რის წინ იყო წყალ­დი­დო­ბა კა­ხეთ­ში და სა­შიშ­რო­ე­ბას ხომ არ წარ­მო­ად­გენ­და იქ ას­ვლა. მის­გან მი­ვი­ღეთ პა­სუ­ხი, რომ წყალ­დი­დო­ბამ გა­ა­ფუ­ჭა გზე­ბი, გვირ­ჩია სხვა გზით წავ­სუ­ლი­ყა­ვით, იქ არა­ნა­ი­რი სა­შიშ­რო­ე­ბა არ გვე­ლო­და. ჩვენ და­ვე­წი­ეთ ჯგუფს, ვუ­თხა­რით რე­ინ­ჯე­რის ნათ­ქვა­მი და ყვე­ლამ ერ­თად გა­ვაგ­რძე­ლეთ გზა. ყვე­ლა ერთი ტემ­პით ვერ მივ­დი­ო­დით, ამი­ტომ და­ვი­ყა­ვით რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფად. სა­მი­ვე ჯგუფს ჰყავ­და თითო მას­წავ­ლე­ბე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი. სო­ფიმ გზის დიდი ნა­წი­ლი გა­ი­ა­რა მე­სა­მე ჯგუფ­თან, თუმ­ცა იმის გამო რომ ძა­ლი­ან უნ­დო­და ჩანჩქერ­ზე ას­ვლა, და­წი­ნა­ურ­და და მე­ო­რე ჯგუ­ფის­კენ გა­ე­შუ­რა. ავე­დით… ნა­წილ­მა ფო­ტო­ე­ბი გა­და­ვი­ღეთ, სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც პირ­ველ ჯგუფს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და შე­ვე­დით წყალ­ში და გავგრილ­დით (იქვე ბა­ნა­ობ­დნენ ტუ­რის­ტე­ბიც და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბიც, სა­ხი­ფა­თო არა­ფე­რი ჩან­და!).

ამის შემ­დეგ ავე­დით დიდ ლოდ­ზე, დავ­სხე­დით და ვე­ლო­დე­ბო­დით და­ნარ­ჩენ ჯგუ­ფებს. ჩვენ ვხე­დავთ რო­გორ მო­დის ჯგუ­ფი და მოჰ­ყვე­ბათ უკან სოფი, რო­მე­ლიც ჩვე­ნამ­დე არ მო­სუ­ლა. სა­დაც ვის­ხე­დით იქი­დან ჩან­და(და­ახ­ლო­ე­ბით, 30 მეტრში), რო­გორ მო­იხ­სნა ჩან­თა, შე­ვი­და მუხ­ლე­ბამ­დე წყალ­ში (ამ დროს წყალ­ში არა­ვინ იყო). და­ახ­ლო­ე­ბით ხუთ წამ­ში მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი. დაწ­ვა მუ­ცელ­ზე, ორ­ჯერ ხელი მო­იქ­ნია, ისე­თი სიღ­რმის წყალ­ში, რომ ხე­ლით ქვებ­საც კი ეხე­ბო­და. წა­მებ­ში სა­ხით ჩვენ­კენ შე­მოტ­რი­ალ­და, გვი­ყუ­რებ­და, გვი­ცი­ნო­და. ვერ აა­ნა­ლი­ზებ­და, რომ დი­ნე­ბას სამ­მეტ­რი­ან ჩანჩქე­რის­კენ მიჰ­ყავ­და, წა­მი­ე­რად ხელი მოჰ­კი­და ლოდს, თუმ­ცა თავი ვერ გა­ი­მაგ­რა და წყლის დიდ­მა ნა­კად­მა მო­რევ­ში ჩა­ით­რია. ტუ­რის­ტებ­მა და­ი­ნა­ხეს, რომ დი­ნე­ბას არ­სად წა­უყ­ვა­ნია. სა­ვა­რა­უ­დოდ, ქვის ქვეშ უნდა ჩა­ეთ­რია მო­რევს, ამი­ტომ ტუ­რის­ტებს გა­მო­ვარ­თვით თოკი, სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბელ­მა მო­ი­ბა წა­მებ­ში და შე­ვარ­და მო­რევ­ში.

მა­საც ით­რევ­და წყა­ლი შიგ­ნით, უკან გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ თო­კით. შემ­დეგ ეს თოკი მო­ი­ბეს ად­გი­ლობ­რივ­მა ბი­ჭებ­მა და შე­ვიდ­ნენ, თუმ­ცა ამა­ოდ. სა­უ­ბე­დუ­როდ, ამ­ხე­ლა გზა­ზე არ­ცერ­თი რე­ინ­ჯე­რის პოს­ტი არ იყო, არც SOS-ის ყუთი და იმის გამო რომ მო­ბი­ლუ­რი არ იჭერ­და, ოთხნი გა­ვი­ქე­ცით ავ­ტო­ბუ­სი­სა­კენ და გზა­ში და­ვუ­კავ­შირ­დით 112-ს. ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და 14:50 სთ-ზე, დავ­რე­კეთ 15:30სთ-ზე, სა­მაშ­ვე­ლო მო­ვი­და 17:35სთ-ზე. ამის შემ­დეგ სა­მაშ­ვე­ლომ იგი­ვე მო­ი­მოქ­მე­და, რაც ჩვენ, მაგ­რამ ამა­ოდ. მათ­გან მი­ვი­ღეთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­დაც სოფი ჩა­ვარ­და, იყო 4 მ. სიღ­რმის თხრი­ლი. ასე­ვე მათ­გან გა­ვი­გეთ, რომ მაგ ად­გი­ლას სხვა წლებ­შიც და­ღუ­პუ­ლან ადა­მი­ა­ნე­ბი, თუმ­ცა ასე­თი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი ისევ გრძელ­დე­ბა. სი­ტყვე­ბი ვერ გად­მოს­ცემს იმ უბე­დუ­რე­ბას, რაც იქ ხდე­ბო­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, დამ­რი­გე­ბე­ლი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. მოს­წავ­ლე­ე­ბი კი ექიმ­თან და ორ მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად წაგ­ვიყ­ვა­ნეს სა­პატ­რუ­ლო გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. სოფი! შენ ჩვე­ნი გუ­ლის უდი­დე­სი ნა­წი­ლი წა­ი­ღე… ეს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა ჩვენ­თვის სა­მა­რა­დი­სო ტკი­ვი­ლია… თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი”, – ნათვამია ღია წერილში.

შეგახსენებთ, კერ­ძო სკო­ლა “ალ­ბი­ო­ნის” მე­თერ­მე­ტე კლა­სის მოს­წავ­ლე სოფია ნიკოლეიშვილი 26 მაისს, ნი­ნოს­ხე­ვის ჩანჩქერ­ზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button