ოდესელები სააკაშვილის გაძევებას ითხოვენ [Photo/Video]

ოდესელებმა აქცია მოაწყვეს და ქალაქის მოსახლეობას ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის გადაყენებისკენ მოუწოდეს, – იწყება სააგენტო Sputnikbig.

თვითმხილველების ინფორმაციით, ქალაქში უკრაინის ნომრებით მიკროავტობუსი გამოჩნდა, რომელზეც სააკაშვილის გარიკატურა იყო განთავსებული წარწერით – “გამოაგდეს თბილისიდან – გავაძევებთ ოდესიდან!”.

გამოცემის ინფორმაციის თანხმად, აქტივისტები მოქალაქეებს ავტომობილიდან მეგაფონით მოუწოდებდნენ, რათა მათ ოდესის გუბერნატორის გადადგომის პეტიციაზე ხელმოწერები შეეგროვებინათ.

“სააკაშვილი საბაჟოზე კონტრაბანდას მფარველობს. იგი ქალაქის ყველა მსხვილი მეწარმისგან 20 მილიონ გრივნას ითხოვს. ოდესაში ქართულ ბანდას ქმნის, რათა უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყოს. ოდესელებო, კანონიერი ქურდის – მიხო სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნას ხელი მოაწერეთ! გავაგდოთ ბანდიტი სააკაშვილი ჩვენი ქალაქიდან!”, – ისმოდა ხმა მიკროავტობუსიდან.

ცნობილია, რომ აქციის ინიციატორი და მოწოდების ავტორი ადგილობრივი სახალხო დეპუტატი დიმიტრი გოლუბოვია.

“ერთი წლის მუშაობის მანძილზე სააკაშვილს ჩვენი ოლქისთვის და ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებისთვია არაფერი გაუკეთებია”, – განაცხადა გოლუბოვმა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ოდესელებმა რამდენიმე ათასზე მეტი ხელმოწერა უკვე შეაგროვეს. უკრაინის პრეზიდენტისთვის ელექტრონული პეტიციის გადასაგზავნად კი 25 ათასი მოქალაქის ხელმოწერაა საჭირო.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”31260″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button