მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

H1N1 ვირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა

ლაბორატორიული კვლევების შედეგად დასტურდება, რომ ბოლო მონაცემებით, H1N1 ვირუსით 17 ადამიანია გარდაცვლილი. ამ დროისათვის ჯანდაცვის სამინისტროში ვირუსის გავრცელების ბოლო მონაცემების და პრევენციული ზომების შესახებ შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი, სააფთიაქო ქსელებისა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებიან.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, ვირუსის გავრცელების ტენდენცია გასულ კვირასთან შედარებით კლებადია. დეკემბრის ბოლოს ვირუსით დავადებულთა რაოდენობა 277 იყო, დღეის მდგომარეობით კი, მათი რაოდენობა 273 -მდე შემცირდა.

მოისმინეთ დავით სერგეენკოს ხმა.

ანტივირუსულ ვაქცინაციასთან დაკავშირებით განმარტება დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა გააკეთა. ამირან გამყრელიძის თქმით, გრიპის ვირუსის ვაქცინაცია სავალდებულო ვაქცინაციის ჩამონათვალში არ შედის, თუმცა არსებული ვითარების და ვაქცინაციის გაზრდილი მოთხოვნილების გამო, უწყებამ დამატებით 300 ერთეულის ყიდვა გადაწყვიტა.

მოისმინეთ ამირან გამყრელიძის ხმა.

გამყრელიძე ასევე ამბობს, რომ წინასწარი პრევენციის მიზნით, რის-კჯგუფებში მყოფ პაციენტებს უკვე ჩაუტარდათ ვირუსის საწინააღმდეგო აცრები.

რაც შეეხება ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“, მისი მარაგი სახელმწიფოში არსებობს და ის უფასოდ უკვე 15 000 ადამიანზე გაიცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button