ჰაერის ტემპერატურა 38-დან 19 გრადუსამდე დაეცა

აღმოსავლეთ საქართველოში აგრილდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში თითქმის მთელ კახეთში, ბარში ჰაერის ტემპერატურა 38-დან 19 გრადუსამდე დაეცა.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, 22 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 23-28 გრადუსი იქნება, თბილისში _ 25 გრადუსი.

დასავლეთ საქართველოში კი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობში 29-34 გრადუსი იქნება. სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ დასავლეთ საქართველოში 24 აგვისტოდან აგრილდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button