მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ჰაერის ტემპერატურა და კორონავირუსი

“ივნისის დასაწყისში, როდესაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდგრადი თბილი ტემპერატურა დგება, ამან სერიოზული როლი უნდა ითამაშოს ამ ვირუსთან ბრძოლაში”. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

”როდესაც ჩვენთან მიმდინარე მოვლენებს ვაანალიზებთ, ყველაზე ახლოს ამ მონაცემებთან ბაზელის უნივერსიტეტის ციფრებია. რაც შეეხება სინგაპურის უნივერსიტეტის მოდელს, ძალიან ბევრი მოდელი ეყრდნობა იმ აზრს, რომ ივნისის დასაწყისში, როდესაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდგრადი თბილი ტემპერატურა დგება, ამან სერიოზული როლი უნდა ითამაშოს ამ ვირუსთან ბრძოლაში.

“მეცნიერების უმრავლესობის აზრით, ზაფხულში კორონავირუსის გავრცელების კლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჰაერის ტემპერატურის მატება უნდა იყოს. ამაზე ბევრი ექსპერიმენტი ჩატარდა. ამაზე მიუთითებს რესპირაციული ვირუსების ქცევის გამოცდილება, მაგრამ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ამის 100%-იანი გარანტია არ არსებობს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, სინგაპურის ტექნოლოგიებისა და დიზაინის უნივერსიტეტის (SUTD) კვლევის თანახმად, 97%-იანი ალბათობით, საქართველოში კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 6 ივნისს დასრულდება, 99%-იანი ალბათობით კი, ეს 2020 წლის 25 ივნისს მოხდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button