მნიშვნელოვანი

“ჰაერზე დაკვირვება, ფაქტობრივად, მხოლოდ თბილისსა და ქუთაისშია შესაძლებელი” – ნინო ჩხობაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების” თანათავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის თქმით, ატმოსფერული ჰაერის დაკვირვების სისტემა მხოლოდ თბილისსა და ქუთაისშია შემორჩენილი და ისიც, – არასაკმარისი ოდენობით. როგორც ნინო ჩხობაძემ რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ განაცხადა, აუცილებელია, საქართველოში სრულად გაიშალოს ჰაერის მონიტორინგის სისტემა.

,,თბილისისთვის ხუთი ავტომატური სადგური ძალიან ცოტაა. რაც შეეხება სხვა ქალაქებს, ქუთაისში ერთი სადგურია შემორჩენილი, სხვა ქალაქებში კი, არსად აღარ გვაქვს ეს სისტემები“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ და აღნიშნა, რომ აუცილებელია, მიმდინარეობდეს იმ ქალაქებზე დაკვირვებაც, რომლებიც სატრანსპორტო დერეფანს წარმოადგენს.

შეგახსენებთ, ვაშინგტონის უნივერსიტეტის მიერ 2016 წელს ჩატარებული საერთაშორისო კვლევის თანახმად, ჰაერის დაბინძურების გამო, სიკვდილიანობის დონით, საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა.

მოისმინეთ ნინო ჩხობაძის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button