მნიშვნელოვანი

ჰაკერებმა WhatsApp-ზე კიბერთავდასხმა განახორციელეს

ჰაკერებმა WhatsApp-ის აპლიკაციებზე მობილურსა და სხვა მოწყობილობებში დისტანციურად სადაზვერვო პროგრამა დააინსტალირეს. BBC-ის ინფორმაციით, WhatsApp-ის წარმომადგენლებმა აღნიშნული დაადასტურეს და პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, დაახლოებით 1,5 მილიარდ მომხმარებელს მოუწოდებს, ხელახლა გადმოწერონ მათი აპლიკაცია.

არსებული ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმის სამიზნეს გარკვეული რაოდენობის მომხმარებლები წარმოადგენდნენ. ჯერ კიდევ თვის დასაწყისში,
WhatsApp-ის მომხმარებლებმა ხმოვანი ზარები მიიღეს, რომელზე პასუხის შემთხვევაშიც, სადაზვერვო პროგრამა ავტომატურად ინსტალირდებოდა.
BBC-ის ცნობით, თავდასხმა ისრაელში შექმნილმა კომპანია NSO Group -მა განახორციელა, რომელიც ხშირად მოიხსენიება „კიბერ იარაღის დილერად”.

WhatsApp „ფეისბუქს“ ეკუთვნის და მას მსოფლიოში ყოველდღიურად, მილიონობით ადამიანი იყენებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button