„ჰამასის“ პოლიტიკური მეთაური ღაზის სექტორში დაჯგუფების ლიდერი იაჰია სინვარი გახდა
ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ, ჰამასის პოლიტიკური ლიდერის ღაზის სექტორში დაჯგუფების ლიდერი იაჰია სინვარი გახდა.
“ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა “ჰამასი” აცხადებს მეთაურის, იაჰია სინვარის არჩევას მოძრაობის პოლიტბიუროს ხელმძღვანელად… ის იქნება მოწამე მეთაურის, ისმაილ ჰანიეს შემცვლელი…”, – წერია “ჰამასის” განცხადებაში.
31 ივლისს, დილას, ირანის დედაქალაქ თეირანში ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია მოკლეს.
სინვარი ამ თანამდებობაზე 31 ივლისს თეირანში მოკლულ ისმაილ ჰანიეს შეცვლის.
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის მხრიდან კომენტარი არ კეთდება, მის მიმართ აშკარა ეჭვი არსებობს. ისრაელმა ომის დაწყების დღიდანვე ჰამასის ლიდერების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო.
ჰამასი ისმაილ ჰანიას მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს და საპასუხო ზომებით იმუქრება.
ცნობისთვის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ ირანი ისრაელს მკაცრი პასუხით დაემუქრა. ამის შემდეგ აშშ-მა რეგიონში სამხედრო თვითმფრინავების ესკადრილია და დამატებითი სამხედრო გემები გააგზავნა.