მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვი ყოველწუთიერად ატრულობს

ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა, დაშავებულთა რაოდენობა 3 400-ზე მეტია. ინფორმაციას CNN ისრაელში აშშ-ის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აღნიშნეს, რომ მათ არ შეუძლიათ საელჩოს მიერ გავრცელებული ციფრების “დადასტურება ან უარყოფა”. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა CNN-თან საუბარში აღნიშნა, რომ მათთვის 900 გარდაცვლილის შესახებ არის ცნობილი.
ამავდროულად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ღაზაში გარდაცვლილთა რაოდენობა 830-მდე გაიზარდა, ხოლო 4 250 ადამიანი დაჭრილია. სამინისტროს ცნობით, ინტერნეტის შეფერხებები გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციის განახლებებს ხელს უშლის
აშშ-ში ისრაელის საელჩოს თქმით ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად 1008 ადამიანია დაღუპული.

მათივე განცხადებით, დაშავებულთა რიცხვი 3 418-ს აღწევს. როგორც მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, თავდასხმის დროს 123 სამხედრო დაიღუპა. ისრაელიდან ღაზის სექტორში გატაცებულია 150-მდე ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის უწყება 50-მდე მათგანის ოჯახთან უკვე კონტაქტზე იმყოფება.

ცოტა ხნის წინ, კვლავ საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა ისრაელის ქალაქებში, მათ შორის თელ-ავივში.

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია “ალ-აკსას წარღვნა” უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს – მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და “საომარი მდგომარეობის” შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა – მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button