მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“ჰამასთან“ ომის ინტენსიური ფაზა დასასრულს უახლოვდება თუმცა არ ნიშნავს, რომ ომი დასრულდება-ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ ინტენსიური ბრძოლის ფაზა დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ომი არ დასრულდება, ვიდრე „ჰამასი“ არ განადგურდება“.

„შეთანხმება თუ იქნება, ეს იქნება ჩვენი პირობებით. ჩვენი პირობები კი არ არის ღაზის სექტორისა და „ჰამასის“ დატოვება ისე, როგორც არის და ომის დასრულება, „ჰამასი“ (ღაზა) უნდა გავანადგუროთ“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ნეთანიაჰუმ განმარტა, ღაზაში ინტენსიური ბრძოლების დასრულების შემდეგ ისრაელი შეძლებს მეტი ძალების განლაგებას ლიბანთან, ჩრდილოეთ საზღვარზე. სადაც ირანის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფთან იბრძვიან.

„დაძაბული ფაზის დასრულების შემდეგ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ჩვენი ძალების ნაწილი გადავიყვანოთ ჩრდილოეთით. ჩვენ ამას გავაკეთებთ, პირველ რიგში, თავდაცვითი მიზნებისთვის; მეორეც, ჩვენი ევაკუირებული მცხოვრებლების სახლებში დასაბრუნებლად. თუ შევძლებთ, ამას დიპლომატიურად გავაკეთებთ, თუ ვერა, სხვა გზას მივმართავთ, მაგრამ სახლებში დავაბრუნებთ ყველას, როგორც ჩრდილოეთის, ასევე სამხრეთის მცხოვრებლებს“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მედიასთან ინტერვიუში.

შარშან 7 ოქტომბრის შემდეგ, როცა ჰამასის მეომრები ისრაელს დაესხნენ თავს სასაზღვრო არეალში, რასაც 1200-მდე პირი ემსხვერპლა და 250 მძევლად აიყვანეს, ისრაელი აწარმოებს ომს ღაზის სექტორში ჰამასის განადგურებას მიზნით. პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების თანახმად, ისრაელის ოპერაციას 37 ათასი ადამიანი შეეწირა. ღაზის სექტორში განადგურდა ინფრასტრუქტურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button