მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ჰარცელის აზრით “მიშელის შეთანხმების” ხელმოწერა დაგვიანებული არაა

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დაგვიანებულად არ მიიჩნევს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული შეთანხმების ხელმოწერას.ამის შესახებ მან მას შემდეგ განაცხადა, რაც 19 აპრილის შეთანხმებას ნაციონალური მოძრაობაც შეუერთდა.

“ნიკა მელიამ დოკუმენტს ხელი მოაწერა პარტიის სახელით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი პარლამენტარების ჩათვლით და თავი არავის შეუკავებია. ეს კი ნიშნავს, რომ ამჟამად, პარლამენტის 150 არჩეული წევრიდან 147-მა სხვადასხვა ეტაპზე მხარი დაუჭირა შეთანხმებასა და მის შინაარსს, თუმცა, სხვადასხვა დროს.

ჩემი აზრით, ხელმოწერა იმისა, რაც, პირველ რიგში, დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელოვან გზამკვლევს წარმოადგენს, არასდროს არის გვიან. და, შესაძლოა, არც ამ გზამკვლევთან დაბრუნებაა გვიან. მტკიცედ მჯერა, რომ ეს რეფორმები სარგებელს საქართველოს ყველა მოქალაქეს მოუტანს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა რეფორმის სრულად შესრულება საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია. ჩვენ კვლავაც მზად ვართ ვიმუშაოთ ყველასთან, ვინც ამ რეფორმების განხორციელების ერთგულია”, – განაცხადა ჰარცელმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დღეს, 2 სექტემბერს, ევროკავშირის ოფისში ხელი მოაწერეს შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ შეთანხმების დოკუმენტს. პარტიის თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, ხელმოწერის გადაწყვეტილება აზრთა სხვადასხვაობის გამო მაინც მიიღეს. მისივე თქმით, არ მისცემენ ქართულ ოცნებას საშუალებას 2 ოქტომბრის შემდეგ “რაიმე სახის ხელმოსაჭიდი ჰქონდეთ”.

მსგავსი პოსტები

Back to top button