მოზაიკა
HBO-მ ,,სამეფო კარის თამაშების“ სიმბოლიკიანი ორცხობილა გამოუშვა

ამერიკულმა საკაბელო სატელევიზიო არხების ქსელმა HBO-მ და საკვები პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია ,,ნაბისკომ“, სამეფო კარის თამაშების ფინალური, მე-8 სეზონის დაწყებამდე, ორეოს ორცხობილები გამოუშვა, რომელზეც ვესტეროსის სახლების გერბებია გამოსახული.
გაყიდვაში შეზღუდული რაოდენობის ორცხობილა ჩაეშვა და ის, მხოლოდ აშშ-ის სუპერმარკეტების ქსელებშია წარმოდგენილი. სერიალის სიმბოლიკა გამოსახულია როგორც შეფუთვაზე, ისე თვითონ ტკბილეულზე. ერთი შეკვრა ორცხობილის ფასი კი, 20 დოლარია.
ამას გარდა, გაყიდვაშია გამოსული სერიალის სიმბოლიკიანი ლუდი, უალკოჰოლო სასმელი და სპორტული ფეხსაცმელი.
,,სამეფო კარის თამაშების“ პრემიერა 15 აპრილს შედგება.