Hells Angels – უმსხვილესი მოტო-კლუბი 68 წლისაა

მსოფლიოს უმსხვილესი მოტო-კლუბი Hells Angels (ჯოჯოხეთის ანგელოზები) 68 წლის გახდა. კლუბი 1948 წელს კალიფორნიაში, ამერიკელი ემიგრანტების ოჯახის, ბიშოპების მიერ შეიქმნა. შემდეგ კი რამდენიმე სხვა ადგილობრივი მოტო-კლუბიც შეიერთა.

დღეისთვის ჰელს ენჯელსი ინტერნაციონალური კლუბია, რომელიც 2 000 დან 2500-მდე წევრს და 230 ქარტიას მოიცავს, როგორც შეერთებულ შტატებში ასევე მსოფლიოს 26 სხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროპაში, რუსეთში და ახალ ზელანდიაში.

გამომდინარე კლუბის დემოკრატიული მმართველობისა, მას ინტერნაციონალური პრეზიდენტი არ ჰყავს. შესაბამისად თითოეულ ქარტიას, თავისი ლიდერი, ქარტიის პრეზიდენტი მართავს.

გარდა თავისუფლების, ბაიკის, ძმობის, მეგობრობის და ერთგულების სიყვარულით განთქმულობისა, ჰელს ენჯელსი ბაიკერების ოთხ ყველაზე დიდ სახიფათო დაჯგუფებაში შედის. ესენია Pagans (წარმართები) Outlaw (კანონგარეშენი) და Bandidos (ბანდიტები)

მიუხედავად მრავალი ბრალდებისა, ორგანიზაციის წევრები ამტკიცებენ, რომ ისინი მხოლოდ ენთუზიაზმით აღსავსე ბაიკერები არიან, რომლებსაც კლუბი, მეგობრობა, ბაიკით მოგზაურობა, საქველმოქმედო ივენთები და ფონდები და მოტო-რალები აერთიანებთ. თუკი კლუბის წევრებთან შეხებით რაიმე კრიმინალური შემთხვევა ფიქსირდება, ეს ჰელს ენჯელის კონკრეტული წევრების პასუხისმგებლობაა და არა ორგანიზაციის.

თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, ჰელს ენჯელსი უამრავ კრიმინალურ საქმესთან ასოცირდება.

87 5 4 3 2 1

მსგავსი პოსტები

Back to top button