მნიშვნელოვანისიახლეები

ჰელსინკის კომისიას “არ აქვს მაინცდამაინც დიდი ფასი” და ,,შეურაცხმყოფელია,,-ოცნება

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძისთვის აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებას არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით “არ აქვს მაინცდამაინც დიდი ფასი”.
ჰელსინკის კომისია არის მხარე, ის პირდაპირ იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში ოპოზიციის სასარგებლოდ, რაც გაუგონარი და გაუგებარი მოვლენაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ჰელსინკის კომისიის არცერთ განცხადებას არ აქვს მაინცდამაინც დიდი ფასი, ვინაიდან ის მხარეს წარმოადგენს.

„უფრო მეტიც, მინდა, შეგახსენოთ ერთი საინტერესო განცხადება, რომელიც გააკეთა ჰელსინკის კომისიამ. ის იმუქრებოდა, რომ არჩევნების წინ გამოქვეყნდებოდა მადისკრედიტებელი ინფორმაცია მმართველი პარტიის შესახებ, თუმცა ნახეთ, რომ არაფერი გამოქვეყნებულა. იმდენად სუფთად მუშაობს მმართველი პარტია ყველა მიმართულებით, რომ, საბოლოო ჯამში, ვერავითარი ასეთი მასალა ვერ დაიდო, თუმცა, თავისთავად, ეს მუქარა არის გაუგონარი და აბსოლუტურად გაუგებარი, რაც კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას მოგეხსენებათ, ჰელსინკის კომისია არის მხარე, ის პირდაპირ იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში ოპოზიციის სასარგებლოდ, რაც არის გაუგონარი და გაუგებარი მოვლენა, რადგან მხარეა, რა თქმა უნდა, ჰელსინკის კომისიის არცერთ განცხადებას არ აქვს მაინცდამაინც დიდი ფასი”, – ამბობს კობახიძე.

არჩევნების შედეგი ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს-ჰელსინკის კომისია

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის მტკიცებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან მიმართებით “კრიტიკული აღიარება” იყო, ხოლო მისივე მტკიცებით, ჰელსინკის კომისიის განცხადება, შეურაცხმყოფელია.

“მინდა, რომგამოვეხმაურო აშშ-დან გუშინდელ გაკეთებულ განცხადებებს. ორი ძალიან ნიშანდობლივი განცხადება იყო – ერთი ჰელსინკის კომისიის, რომელიც უკიდურესად ტენდენციური, შემაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი იყო ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოსთვის. მეორეს მე დავარქმევდი კრიტიკულ აღიარებას, იქ რაღაც შემაშფოთებელ ცნობებზე და რაღაცეებზე იყო საუბარი, მაგრამ ეს იყო აღიარება და ლეგიტიმაციის მიცემა ქართული არჩევნებისთვის”, – ამტკიცებს მამუკა მდინარაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button