ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი უკვე საქართველოშია [ვიდეო]
C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი საქართველოშია. “სოფოსბუვირის” 8 ათასი ფლაკონი უკვე განაბაჟეს. მედიკამენტი კომპანია “გილიარდმა” საქართველოს უფასოდ გადასცა.
წამალს ინფიცირებულები ჯანდაცვის სამინისტროს კომისიის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე მიიღებენ, რისთვისაც დაავადებულმა პირებმა სამინისტროში “ფორმა 100” და ყველა საჭირო კვლევა უნდა წარმოადგინონ.
პირველ ეტაპზე პროგრამაში ის პაციენტები ჩაერთვებიან, რომელთაც დაავადების მძიმე ფორმა აღენიშნებათ. სპეციალური კომისია, რომელიც პაციენტებს პროგრამის პირველი ეტაპისთვის შეარჩევს, უახლოეს კვირაში შეიკრიბება.