ჰერეთი 19 წლისაა

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი 19 წლისაა. პირველი დამოუკიდებელი რადიომაუწყებლობა კახეთის რეგიონში 1998 წლის 29 აგვისტოს დაფუძნდა და დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს.
უამრავი სირთულის მიუხედავად, კომპანია მზარდად განვითარდა და დღეს საქართველოში სამი რადიოსადგურითაა წარმოდგენილი: ჰერეთი FM102.8, თბილისი FM93.5 და RelaxWebRadio.
წლების მანძილზე ბევრი სოლიდური კვლევის მიხედვით, რადიოსადგური გამოირჩევა ნდობის მაღალი რეიტინგით, მიუკერძოუებლობითა და ობიექტურობით.
ჰერეთის წინაშე ახალი გამოწვევებია, 31 აგვისტოს, კომპანია ქ.ბათუმში კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოლოდინშია. თუ ლიცენზიას მიიღებს,2018 წლიდან, რიგით მეოთხე ადგილობრივი, დამოუკიდებელი რადიოსადგურის – რადიო “ბათუმის” გაშვებას გეგმავს.
ვულოცავთ ყველა თაობის ჰერეთელს და ჩვენს ერთგულ მსმენელს რადიოს დაბადების დღეს.