ჰერეთი “ახალ ამბებს” 21 აგვისტოს განაახლებს

სამაუწყებლო კომპანიის ორივე რადიოსადგური ჰერეთი და თბილისი FM93.5 გაერთიანებული ნიუსრუმის ახალ ამბებს, ხვალ 21 აგვისტოს, დილის 10 საათიდან განაახლებს ყოველ საათში. მთავარი საინფორმაციო გამოშვება კი ტრადიციულად 17:00 საათზე დაიწყება. 

სექტემბრიდან რადიოსადგურ თბილისის ეთერში დაბრუნდება “კროკობეთისა” და თბილისის ერთობლივი გადაცემა “რადიობეთიც” , თვის მიწურულს კი “ამერიკის დროით”, რომელსაც შეერთებულ შტატებში ჟურნალისტი რუსუდან წერეთელი ამზადებს. პარასკევობით რადიო ჰერეთის ეთერში ასევე დაბრუნდება გადაცემათა სერია “რადიოფერმერი”.

ახალ სამაუწყებლო სეზონს ჰერეთი ახალი მობილური აპლიკაციით ხვდება, სადაც კომპანიის სამივე რადიოსადგურის ( ჰერეთი, თბილისი, RelaxWebradio ) სტრიმინგი ერთადაა განთავსებული.

ახალი სამაუწყებლო სეზონიდან, ჰერეთი მსმენელს ბევრ სიახლეს ჰპირდება. კომპანია 31 აგვისტოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კონკურსის შედეგებსაც ელოდება.

თუ ჰერეთი ახალ რადიოლიცენზიას მიიღებს, აჭარაში კომპანიის რიგით მეოთხე ადგილობრივ რადიოსადგურს – “ბათუმს” გაუშვებს.

29 აგვისტოს სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს 19 წელი შეუსრულდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button