მნიშვნელოვანისაქართველო

ჰერეთი ბიზნესის მხარდასაჭერად

დამოუკიდებელი მედიაჰოლდინგი ჰერეთის რადიოსადგურები: თბილისი, ციტრუსი და ჰერეთი ბიზნესსექტორს საკუთარი მედიასაშუალებების პლატფორმებს სთავაზობს.

კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, კორონავირუსის გავრცლების საფრთხის გამო, უამრავი ბიზნესი დროებით გაჩერდა ან გადაეწყო დისტანციურ მომსახურებაზე.

„ჩვენ მზად ვართ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ერთგვარი სოლიდარობა გამოვუცხადოთ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დღევანდელი მოვლენები და საეთერო დრო დავუთმოთ კონკრეტული აქტივობების მხარდასაჭერად. ჩვენი ახალი ამბებისა და მარკეტინგის დეპარტამენტი მზად არის თქვენი მხარდაჭერისთვის. იმედი მაქვს, ყველა ერთმანეთის გვერდით დავდგებით და შევუწყობთ ხელს როგორც ბიზნესის მუშაობას ასევე დამოუკიდებელ მედიას“. – ცხადებს რამაზ სამხარაძე კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი.

ჰერეთი მედიაბაზარზე 22 წელია და წარმოდგენილია 4 რადიოსადგურით: ჰერეთი (კახეთის რეგიონი და აზერბაიჯანის დასავლეთ ნაწილი), FM102.8 თბილისი, FM93.5 (დედაქალაქი და შემოგარენი, კახეთის რეგიონის ნაწილი, რუსთავი, მცხეთა, იმერეთი და სამეგრელო. 2019 წლის სექტემბრიდან – რადიო ციტრუსი FM97.3. (ბათუმი, აჭარა) კომპანია ასევე ფლობს რელაქს მუსიკის რადიოს, მათი შესაბამისი ვებგვერდებითა და ფეისბუქ პლატფორმებით 3 მილიონზე მეტი აუდიტორია, რომელზეც რადიო თოქ-შოუების ვიდეო ვერსიები გადაიცემა.

მსგავსი პოსტები

Back to top button