20-ლარიანი კუპიურების გაყალბების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს მოქალაქე მაკა გაგლოშვილი დააკავა, – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოს ტერიტორიაზე სისტემატურად ასაღებდა ყალბ 20 ლარიან კუპიურებს. დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 76 ერთეული 20 ლარიანი ყალბი კუპიურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

მსგავსი პოსტები

Back to top button