ჰერეთი გამარჯვებულია – ფოტორეპორტაჟი კომისიის სხდომიდან
რადიო ჰერეთმა თბილისში კერძო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზია მოიპოვა.
ლიცენზია სახე საშუალებას იძლევა ახალი ამბების, თოქ-შოუების და გასართობი პროგრამების წარმოებას.
ჰერეთი რადიოში საძიებო სისტემაში FM93.5 – პირველი რადიო იქნება.
“რადიოსადგურმა 8 წლიანი ბრძოლის შემდეგ სამართლიანად მიიღო მაუწყებლობის ლიცენზია. ჩვენ აქ ვართ იმისათვის რომ აღდგეს სამართლიანობა” – განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ.
“კარგად ვიცნობ ჰერეთის საქმიანობას და ნამდვილად იმსახურებს ეს რადიოსადგური განვითარებას” – აღნიშნა კახი ბექაურმა, კომისიის კიდევ ერთმა წევრმა.
“ჩვენ ვიცნობთ მთელ ისტორიას, იმ ბრძოლის რაც რადიოსადგურმა გამოიარა”- განაცხადა მერაბ ქათამაძემ.
“გილოცავთ, მხარს გიჭერთ და წარმატებებს გისურვებთ” – აღნიშნა გიორგი ფრუიძემ.
რადიო ჰერეთისთვის თბილისში ლიცენზიის მიღებას ტალღაზე FM93.5 საქართველოს კომუნიკაციების კომისიის 4 წევრმა: კახი ბექაურმა, მერაბ ქათამაძემ, გიორგი ფრუიძემ და თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძემ ერთხმად დაუჭირა მხარი. კომისიის სხდომას არ ესწრებოდა მეხუთე წევრი ელისო ასანიძე.
“რადიო იწყება ჩვენით”, ახალი კონტენტი, ახალი რადიოსადგური თბილისის მსენელისთვის შეიქმნება და კოოპერირებულად იმუშავებს კახეთის ოფისთან ერთად”.- განაცხადა რამაზ სამხარაძემ, რომელმაც კომისიის წევრებს განუცხადა, რომ ამ თვის ბოლოს რადიოს მენეჯმენტის 4 კაციანი ჯგუფი შეერთებულ შტატებში მიემგზავრება, რადგან თავის ახალი პარტნიორისგან “ქრომველ გრუპისგან” მიიღოს გამოცდილება ახალ ბაზარზე შესვლის.
რადიოსადგურმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პროგრამა GMPP-ის ფარგლებში გასულ წელს გაიმარჯვა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”13030″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1437046195943″]