მნიშვნელოვანისაქართველო

„ჰერეთი“ კვლევაც რჩება ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულ, მრავალფეროვან და პრობლემების მიმართ სენსიტიურ მაუწყებლად

“რადიო „ჰერეთი“ ვრცელ საინფორმაციო გამოშვებებს ამზადებდა. რადიომაუწყებელი სოფლებისა და პატარა ქალაქების პრობლემებით ხშირად ინტერესდებოდა და ეთერში თითქმის ყველა რეგიონის ხმა ისმოდა.

ჟურნალისტები სვამდნენ კრიტიკულ კითხვებს და ექსკლუზიურ სიუჟეტებსაც ამზადებენ. თუმცა,წინა წლებთან შედარებით, ცალკე აღებული სიუჟეტები ნაკლებად ანალიტიკური და დაბალანსებული იყო”.- ნათქვამია მედიამონიტორინგის დასკვნაში, რომელიც გაეროს მხარდაჭერით სამმა ქართულმა ორგანიზაციამ “ინტერნიუს საქართველომ”, “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ” და “სამოქალქო განვითარების ინსტიტუტმა” გამოაქვეყნა.

“ეთერში მმართველი გუნდის მწვავე კრიტიკა სჭარბობდა, თუმცა ჟურნალისტები არც ერთი პოლიტიკური სუბიექტის მიმართ მკვეთრად მიკერძოებულ დამოკიდებულებას არ გამოხატავდნენ. ხელისუფლების აქტივობების მიმართ კითხვის ნიშნების დასმა მედიის მოვალეობაა და მისასალმებელია, რომ „ჰერეთი“ კრიტიკულ დამოკიდებულებას წლების განმავლობაში ინარჩუნებს. თუმცა, აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში გაიზარდა ქუჩის გამოკითხვებსა თუ პოლიტიკოსთა სუბიექტურ შეფასებებზე დაფუძნებული კრიტიკის წილი.
სასურველია, რომ ჟურნალისტებმა მსგავსი სიუჟეტები დამატებითი მასალებით, სპეციალისტების შეფასებებითა და ემპირიული მონაცემებით გაამაყრონ; ამასთან, მეტი დრო დაუთმონ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ოპონენტების კრიტიკას უპასუხონ.

მთლიანობაში, „ჰერეთი“ კვლევაც რჩება ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულ, მრავალფეროვან და
მოწყვლადი ჯგუფების პრობლემების მიმართ სენსიტიურ მაუწყებლად. თუმცა, წლების
განმავლობაში დაგროვილი დადებითი ტენდენცია, „ჰერეთის“ მიმართ მოლოდინებს ზრდის:
რადიომაუწყებელს უნდა ჰქონდეს ამბიცია, რომ მსმენელს უფრო მაღალი ხარისხის, მეტად
ანალიტიკურ და ფაქტებზე დაფუძნებულ ჟურნალისტურ პროდუქტს შესთავაზებს.” – ნათქვამია მონიტორინგის შედეგებში.

ჰერეთის დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე მიიჩნევს,ჰერეთი ზუსტად ასახავს იმ რეალობას რაც ქვეყანაში ხდება.კვლევის ასეთ სურათს კი აქვს ობიექტური მიზეზები.

რამაზ სამხარაძის თქმით, ხშირ შემთხვევაში მმართველი პარტიის და ხელისუფლების წარმომადგენლები ჰერეთის შეკითხვებს არასრულყოფილად ან საერთოდ არ პასუხობენ, რაც ცხადია კვლევის მეთოდოლოგიის მიხედვით აისახება ნეგატიურ კონტექსტში.

რამაზ სამხარაძე, ჰერეთის დამფუძნებელი

 

გარდა ამისა, სამხარაძის თქმით, ჰერეთის წინაშე ახალი გამოწვევებია, მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან შეიცვალა საინფორმაციო სამსახურის მენეჯმენტი და გუნდი. ამ დრომდე მიმდინარეობს კომპანიაში რეორგანიზაცია. რადიოსადგური გადავიდა ვებგვერდის ახალ პლატფორმაზე და ინტეგრირებული ნიუსრუმით მუშაობს კომპანიის კიდევ 2 რადიოსთან თბილისთან და ციტრუსთან ერთად. 

რამაზ სამხარაძის თქმით, კვლევა მხოლოდ საღამოს საინფორმაციო გამოშვევებს ასასხავს, მაშინ როცა რადიოსადგური პირდაპირი ეთერის რეჟიმში გადასცემდა ხელისუფლების თუ მმართველი პარტიის ბრიფინგებს, რაც ბუნებრივია სრულად ვერ მოხვდებოდა საღამოს გამოშვებაში და ეს გარემოება უნდა გაეთვალისწინებინათ კვლევის ავტორებს.

“იმ ფონზე, როცა საზოგადოებრივი და სხვა კომერციული თუ არაკომერციული მაუყებლების მრავალმილიონიანი დაფინანსებები და საერთაშორისო დოტაცია აქვთ, ჰერეთი მწირი ბიუჯეტებით ახერხებს უკვე 22 წელია იყოს დამოუკიდებელი და ამავდროულად კრიტიკული, მიუკერძოებელი მედია.”

„ინტერნიუსი-საქართველო“, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის – „2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“- ფარგლებში, რადიომაუწყებლების საღამოს საინფორმაციო გამოშვებებს აკვირდება. მონიტორინგი 2020 წლის 15 ივნისს დაიწყო. დაკვირვება ხორციელდება 10 რადიომაუწყებლის საღამოს საინფორმაციო გამოშვებებზე. ეს რადიოებია: „რადიო 1“ (საზოგადოებრივი მაუწყებელი), „თავისუფლება”, „იმედი“, „მაესტრო“, „პალიტრა“, „პირველი რადიო“, „ჰერეთი“, „მარნეული“, „ძველი ქალაქი“ (ქ. ქუთაისი), „სამხრეთის კარიბჭე“ (ქ.ახალციხე).

წინამდებარე შუალედური ანგარიში მოიცავს 15 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს.

იხილეთ კვლევის სრული ვერსია 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button