ჰერეთი “რადიო ბათუმის” კონცეფციაზე მუშაობს

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას განცხადებით მიმართა და კონკურსის გამოცხადება მოითხოვა აჭარაში, ქალაქ ბათუმში, კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად. სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის დამფუძნებლისა და დირექტორის რამაზ სამხარაძის თქმით, ჰერეთი “რადიო ბათუმის” გაშვებას გეგმავს.

მისი თქმით,”რადიო ბათუმი” ადგილობრივი რადიოსადგური იქნება, სადაც ბათუმელები დასაქმდებიან.

“ვთვლით,რომ ბათუმში შესაძლებელია კარგი ადგილობრივი, კომერციული რადიომაუწყებელის შექმნა, რაზეც ამჟამად ვმუშაობთ. ჰერეთი იქნება პირველი დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია, რომელიც ბათუმისთვის ადგილობრივ დამოუკიდებელ რადიოსადგურს შექმნის.

ვფიქრობ, ჩვენთვის არის საკმაოდ დიდი გამოწვევა და რეალურად განხორციელებადი იდეა, მით უფრო ბათუმი ჩვენი რეკლამის დამკვეთებისთვის და ინვესტორებისთვის ძალზედ საინტერესოა.

“რადიო ბათუმი” იქნება ადგილობრივი მაუწყებელი, თუმცა სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის ქოლგის ქვეშ, ერთიანი საინფორმაციო და სარეკლამო პოლიტიკით.

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი თითქმის 20 წელია მედიაბაზარზე და ფლობს 3 რადიოსაგურს, ჰერეთს, თბილისს და Relaxwebradio – ს

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button