მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ტურისტებს სოჭიდან ბათუმში საკრუიზო ლაინერით მოგზაურობას სთავაზობენ

ორ დღეში, 27 ივლისს, ბათუმში შევა სოჭიდან გასული საკრუიზო ლაინერი. ინფორმაცია დასტურდება საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადებითაც, რომელშიც არ არის ნათქვამი, რომ საკრუიზო გემს ტურისტები გადაჰყავს.

“აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება”, – აცხადებენ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ გემი, რომელიც ბათუმის პორტში შევა, ASTORIA GRANDE, პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს და მას თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება.

“საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება”, – აღნიშნავენ დამატებით სააგენტოში.

22 ივლისს სოჭიდან საკრუიზო ლაინერმა, Astoria Grande-მ, ახალი მარშრუტით დაიწყო პირველი რეისის შესრულება.
რუსული არხის Россия 1-ის ცნობით, შავი ზღვის სანაპიროზე დამატებითი გაჩერება ტურისტების მოთხოვნით დაამატეს.

“ტურისტების მოთხოვნით გადაწყვიტეს დამატებითი გაჩერება შავი ზღვის სანაპიროზე. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კურორტს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ინტერესი. მგზავრს არ სჭირდება დამატებითი დოკუმენტების აღება”, – ნათქვამია ერთ-ერთი რუსული ტელეარხის მიერ მომზადებულ მასალაში. მათივე ინფორმაციით, საკრუიზო გემზე ახლა 850 მგზავრია. ტურისტებს სთავაზობენ ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას და ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნებას. გარდა ამისა, ქართული ტრადიციული კერძები დაემატა ლაინერის მენიუსაც.

“ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სტუმრები დააფასებენ ამ ქალაქის გასაოცარ ატმოსფეროსა და კულტურას. ჩვენ მოვამზადეთ სპეციალური საექსკურსიო პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, გაეცნოთ ამ ქალაქს და მის კულტურას“, – ამბობს საკრუიზო კომპანიის სასტუმროს მენეჯერის მოადგილე.

Astoria Grande-ს ვებსაიტის მიხედვით, ის მორიგ “ვარსკვლავურ” ტურს 29 ივლისს დაიწყებს. ამ შემთხვევაში Astoria Grande-ს მარშრუტია: სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი.
aშეგახსენებთ რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ბათუმის საზღვაო ნავსადგურში საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE-ს შემოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტო აღნიშნულით სოჭიდან საკრუიზო გემის ბათუმში შემოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა, იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.

„გემის სააგენტო კომპანიის INFLOT მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE შემოსვლა იგეგმება, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International – ი ემსახურება.

აღსანიშნავია, რომ საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, „ეხო კავკაზა“ ტელეკომპანია „Россия 1“-ზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად, 22 ივლისს საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE სოჭიდან ახალი მარშრუტით გაემგზავრა, რომელიც ბათუმში გაჩერებასაც ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button