ჰერეთი რიგ გადაცემებს სექტემბრამდე გააჩერებს

ძლიერ სიცხესთან და შვებულებების პერიოდთან დაკავშირებით, სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი  1-20 აგვისტოს ჩათვლით რიგ გადაცემებს, მათ შორის ორივე რადიოსადგურზე ჰერეთსა და თბილისზე საინფორმაციო სამსახურის მაუწყებლობას დროებით გააჩერებს.

სხვა გადაცემებთან ერთად, რადიო თბილისის ეთერში სექტემბრიდან განახლდება “რადიობეთისა” და “ამერიკის დროით” მაუწყებლობა. ჰერეთის ეთერში სექტემბრიდან ასევე  გადაცემა “რადიოფერმერის” სერიაც.

ეთერში რჩება რამდენიმე რუბრიკა, მათ შორის საზოგადოებრივ პოლიტიკური ტოკ-შოუ “განსხვავებული აზრისა” და ტელე-რადიო ჟურნალ “მრავალკუთხედის” გამოშვებები.

სამაუწყებლო კომპანიის მენეჯმენტის თქმით, ამ პერიოდს რადიოსადგურები ტექნიკური გადახალისებისთვისაც გამოიყენებენ.

სამაუწყებლო კომპანია ახალი სეზონიდან მსმენელს ბევრ სიახლეს ჰპირდება.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button