უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 688 დღე დაიწყო
რუსეთმა ხერსონი დაბომბა

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 688 დღე დაიწყო. გასული დღის განმავლობაში, 64-ჯერ განხორციელდა საბრძოლო მოქმედებები. მტერმა სულ 3-ჯერ განახორციელა საჰაერო და 16-ჯერ სახმელეთო შეტევა უკრაინის ჯარების პოზიციებზე და სხვადასხვა დასახლებებზე. არის მსხვერპლი.
განადგურდა ან დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, პროფესიული ლიცეუმი და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის და მიკოლაივის ოლქების 130-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოხვდა.რუსეთის მიერ ხერსონის დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.
დაღუპულია ერთი ქალი. ასევე ერთი ცხედარია აღმოჩენილი იერიშის შედეგად დამწვარ ავტომობილში.
პროკუდინის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა ხერსონის ოლქის მიმართულებით 73-ჯერ გახსნეს ცეცხლი.რუსეთის არმიამ 310 ჭურვი ისროლა ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან, ტანკებიდან და თვითმფრინავებიდან. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც.
უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მისადგომებთან გააქტიურდნენ. ჯარისკაცების განცხადებით, ოკუპანტების წინააღმდეგ მათივე იარაღს იყენებენ, რომელიც რუსული ძალების უკან დახევისას უკრაინელებს დარჩათ.
ბრძოლა განსაკუთრებით აქტიურია მარიინკისა და ავდეეკისთვის. ყინვასა და უნალექო ამინდში, რუსების პოზიციები დრონებისთვის უკეთესად აღსაქმელია, მძიმე ტექნიკა კი მარტივად გადაადგილდება, რის გამოც უმარტივდებათ უკრაინელ ჯარისკაცებს ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლა.