მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

5 ივლისს სასტიკად ნაცემი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ოპერატორის მდგომარეობა ისევ დამძიმდა

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. 5 ივლისს მოძალადე ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ილია თვალიაშვილი სახლში გადიოდა მკურნალობას, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მისი საავადმყოფოში გადაყვანა ისევ გახდა საჭირო.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ოპერატორს ილია თვალიაშვილს, თვალის ქიმიური დამწვრობა და თავის ძლიერი ტკივილები აღენიშნება.

მას “კავკასიის მედიცინის ცენტრში” გეგმიური გამოკვლევები უტარდება. მედიკოსების ამბობენ რომ ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მსგავსი პოსტები

Back to top button