გარდაიცვალა Me And Mrs Jones -ის შემსრულებელი ბილი პოლი [Video]

80 წლის ასაკში გარდაიცვალა სოულ-მუსიკის ლეგენდარული შემსრულებელი ბილი პოლი, რომელმაც საკუთარი კომპოზიციით – Me And Mrs Jones სახელი გაითქვა, – იუწყება გამოცემა The Music.

ცნობილი გახდა, რომ პოლი ნიუ-ჯერსიში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ამასაწინათ მას მედიკოსებმა კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო დაუდგინეს.

მუსიკოსის ყველაზე პოპულარულ კომპოზიციად Me And Mrs Jones-ი ითვლება, რომელიც მან 1972 წელს შეასრულა. ამ სიმღერამ პოლს “გრემის” პრემია მოუტანა. ეს კომპოზიცია აგრეთვე ცნობილ ფილმში – “ბრიჯიტ ჯონსის დღიურში” ჟღერს.

აღნიშნული კომპოზიციის გარდა ბილი პოლის სხვა სიმღერებიც, როგორებიცაა: For Saving My Life” და “Let’s Clean Up The Ghetto” დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button