მაქსიმალური ჩვენი შესაძლებლობა 8000-მდე საწოლის მობილიზებაა-თამარ გაბუნია

სამედიცინო დაწესებულებებში ამ ეტაპზე 7 000 საწოლია მობილიზებული და ამ კვირის განმავლობაში კიდევ 500 დაემატება.ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, მაქსიმუმი 8000 საწოლია.
„როგორც ვიცით დღეს ჯანდაცვის სამინისტრო და ჯანდაცვის სექტორი მაქსიმალური დატვირვის პირობებში არის. ჩვენ დღესაც ველოდებით დამატებთ საწოლების მობილიზებას. 7 000 საწოლი უკვე არის მობილიზებული და ამ კვირის განმავლობაში 500 საწოლი დაემატება. მაქსიმალური ჩვენი შესაძლებლობა არის 8000-მდე საწოლის მობილიზება. ჯერჯერობით ეს რესურსი მაქსიმალური დატვირთვის პირობებში დღევანდელ ეპიდემიურ სურათს, ანუ 40 000 აქტიური შემთხვევის მართვას ახერხებს. თუმცა, თუ არ წამოგვეშველა დამატებითი პრევენციული ღონისძიებები, რა თქმა უნდა, ძალიან გაჭირდება მართვა”. – განაცხადა გაბუნიამ.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 146 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 44 გარდაიცვალა.