მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველო

უცხოური მედია საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე

“საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია საპროტესტო აქციების ფონზე” – სტატიას ამ სათაურით The Washington Post აქვეყნებს.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ოპოზიციის აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მას შემდეგ მოხდა, რაც ხელისუფლებამ თელავში, ინაუგურაციის ჩატარების ადგილამდე მისასვლელი დაბლოკა.

“ბლოკირებული ქალაქი” – ასე მოიხსენიებს თელავს BBC. ტელეკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ ავტოკოლონა თელავისკენ დილიდან დაიძრა, თუმცა მას ქალაქში შესასვლელი ყველა გზა პოლიციის მანქანებითა და ავტობუსებით გადაკეტილი დახვდა.

“ოპოზიცია აცხადებს, რომ სინამდვილეში თელავის მიმართულებით ღია გზა არ არსებობდა და ხელისუფლებამ გზების გადაკეტვით, მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილების უფლება დაარღვია” – წერს სტატიის ავტორი.

Deutsche Welle კი, აქცენტს თელავთან გზის გადაკეტვის შედეგად, ოპოზიციის მხარდამჭერების საავტომობილო კოლონის მოცულობაზე აკეთებს, რომელიც მათი მტკიცებით, რამდენიმე კილომეტრს აღწევდა.

“სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური შერიგების და ნატოსთან და ევროპასთან ურთიერთობების გაღრმავების პირობა დადო ინაუგურაციაზე, სადაც ოპოზიციის საპროტესტო აქციის მონაწილეების ჩასვლა დაბლოკეს,” – იუწყება Reuters.

გავლენიანი სააგენტოს ინფორმაციით, ოპოზიციის რამდენიმე ათასი მხარდამჭერი თელავისკენ საავტომობილო კოლონით გაემგზავრა, თუმცა პოლიციამ აქტივისტები არ გაატარა.

მსგავსი პოსტები

Back to top button