მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში არჩევნების მეორე ტური უჩვეულო სიმშვიდეში მიმდინარეობს

ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა.

თელავის მე-17 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის რევაზ გაიპარაშვილის ინფორმაციით, ოთხ საუბნო საარჩევნო კომისიაში წევრები სრული შემადგენლობით არ არიან.

54 უბანზე, საარჩევნო პროცესი, კანონით გათვალისწინებულ დროზე დაიწყო.

პირველი ამომრჩევლებიც დაფიქსირდნენ.

“ოთხ უბანზე წევრების ავადმყოფობის გამო, კომისიები არ არიან სრული შემადგენლობით. ოპოზიციური პარტიებიდან წევრების გაწვევის გამო, დიდ უბნებზე, რეგისტრატორების რაოდენობის შემცირება მოგვიწია. სხვა შეფერხება ამ ეტაპზე, ჯერჯერობით არ გვაქვს”- განაცხადა გაიპარაშვილმა რადიო ჰერეთთან.

დილის 8 საათზე, საარჩევნო პროცესი დაიწყო ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო უბნებზეც.

შეგახსენებთ, ახმეტა-თელავი-ყვარელი- ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში, არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

მეორე ტურში, მხოლოდ ” ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი მონაწილეობს.

მისმა მთავარმა ოპონენტმა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, გიორგი ბოტკოველმა, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, ქადაგიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 47, 26%, ხოლო ბოტლოველმა, 40, 43% მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button