მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ხმაური სალხინოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე

ხმაურია სალხინოში, სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე,სამართალდამცველებმა, რამდენიმე პირი დაააკავეს, რომლებიც სალხინოს ტაძარში შესვლას ცდილობდნენ.

როგორც ტერიტორიაზე შეკრებილი ადგილობრივები აცხადებენ, დაკავებებამდე მონასტერში დაპირისპირება იყო. მათივე ინფორმაციით, ადგილზე დილიდან პოლიციაა მობილიზებული და ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას მათ არ აძლევენ.

სალხინოში მოქალაქეების ნაწილი დღეს დილიდან მივიდა სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, სადაც მეუფე სტეფანემ წირვა-ლოცვა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა.

დილიდან მონასტრის ტერიტორიაზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button